სტუდენტური შოპინგი თბილისში
სად და როგორ შევიძინოთ ტანსაცმელი იაფად და გემოვნებით, ეს თემა სტუდენტებისთვის, მცირე შემოსავლის გამო, განსაკუთრებით აქტუალურია. საქმეს კიდევ ერთი დეტალი ართულებს - გარშემომყოფების თვალში ტანსაცმელი მაქსიმალურად “ბრენდულად” უნდა ჩანდეს.
ქართველი სტუდენტების შოფინგი რამდენიმე სეზონად იყოფა და სექტემბერში ლილოს ბაზრობით იწყება. ამ დროს ბაზრობაზე უფრო მეტ სტუდენტს ნახავთ, ვიდრე რომელიმე უნივერსიტეტში ლექციებზე. ეს იმას ნიშნავს, რომ კიდევ ცოტა ხნით ადრე საბანკეტოდ ნაშოპინგარი “გასტუდენტებული” ახალგაზრდობა მშობლების მიცემული ფულით შემოდგომა-ზამთრის სეზონის ტანსაცმლის საყიდლად რეგიონიდან მშობლებთან ერთად ჩამოდის. წლის მეორე შოპინგი იგივე ლილოს ბაზრობაზე ქურთუკის და ჩექმის ყიდვას ემსახურება.
თბილისს გაცნობილი სტუდენტების სავაჭრო ადგილები დაბალფასიანი ახალი ან მეორადი ტასაცმლის მაღაზიები, თუმცა მეორადი ტანსაცმელი ყოველთვის იაფი არ არის.
ბოლო დროს თბილისში “ტრენდი მეორადები” გაჩნდა, რომელთა ფასი ხშირად საშუალო მაღაზიის ფასებს აჭარბებს და მათ შოვნას კარგი კონტაქტები სჭირდება.
ქართველი სტუდენტები ჩაცმის სამი ტიპის სტილს მისდევენ: კლასიკური ტანსაცმელი მაღალი ქუსლით, ჯინსი-კედის კომბინაცია და სტუდენტების შედარებით მცირე რაოდენობა ორიგინალი ჩაცმულობით, რომელსაც რომელიმე ჯგუფის მიმდევრები მიეკუთვნებიან და ეს ერთი შეხედვით ჩანს.
საქართველოში სტუდენტებისთვის სპეციალური ფასდაკლება არ არსებობს, განსხვავებით, მაგალითად, ინგლისისგან, სადაც ქართული სტუდენტის მოწმობა, იქაური მაღაზიებისთვის არაფერს ნიშნავს.
თუმცა არც არაბრენდი ტანსაცმლის “გაბრენდებაა” პრობლემა. ამისათვის ყველა ცნობილი ფირმის იარლიყი იყიდება. ასე შეიძლება მოიწონოთ თავი მელიზის კაბით და თქვათ, რომ შანელია, მით უმეტეს, რომ თუ ვინმეს ეს დააინტერესებს ამის დოკუმენტურად დამტკიცება შეგიძლიათ, ფაქტი ჯიუტია – კაბას შანელი აწერია, ის, რომ იარლიყები იყიდება, არც ისე ბევრმა იცის.
თუმცა, თუ ვერც ბრენდ მაღაზიებში ვაჭრობთ და არც ფალსიფიკაციის მომხრე ხართ, უბრალოდ შეგიძლიათ ბევრი ეძებოთ და მინიმალურ ფასად ყველას ყურადღება მიიპყროთ, როგორც ეს ჩვენმა გმირმა გააკეთა.



